ეჭვობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“, ან ჯადო გაგიკეთათ? - მაშინ, ეს უნდა წაიკითხოთ
1723840449
მაროკოს სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა. ისინი დასავლეთ აფრიკიდან, კერძოდ კი მალიდან ესპანეთში მიემართებოდნენ, - იუწყება BBC.
ნავში სულ 80 ადამიანი იჯდა, აქედან 11 გადარჩა. სეპარატისტული მოძრაობები, არეულობა, არასტაბილური მდგომარეობა, უმუშევრობა და კლიმატის ცვლილება - ის ძირითადი მიზეზებია, რომლის გამოც მალის მოსახლეობა სხვა ქვეყნებში მიგრაციას ცდილობს.
ესპანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰუმანიტარული ორგანიზაციის Caminando Fronteras-ის მონაცემებით, 2024 წელს 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელიც აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ნავით ცდილობდა. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ მარშრუტის გადაკვეთისას, დღეში დაახლოებით 30 ადამიანი იღუპება.