დოლარის ფასი რეკორდულად დაეცა

დოლარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5712 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7851 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7828 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.