პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რელიგიური მიმდინარეობა "იეჰოვას მოწმეები" განცხადებას ავრცელებს.
„გვინდა გაცნობოთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები გეგმავენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც.
როგორც კვლევებიდან ირკვევა, რთული ეკონომიკური მდგომარეობის, კონფლიქტებისა თუ სამოქალაქო არეულობების ფონზე მომავლის ნდობის ხარისხი უაღრესად დაეცა მრავალ ქვეყანაში.
ამ საყოველთაო პესიმიზმის ფონზე 2023 წლის 1 და 2 აპრილს მსოფლიო სპეციალური კამპანიის ფარგლებში წარმოითქმება მოხსენება „ნუ შეუშინდებით მომავალს!“. აპრილის პირველ კვირაში იეჰოვას მოწმეთა 118 000 კრებაში ეს სპეციალური მოხსენება წინ უსწრებს მეორე საჯარო ღონისძიებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.