დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

როდის ვიყიდოთ და გავყიდოთ დოლარი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7329 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9018 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9138 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0120 ლარი შეადგინა.