„გოგოები მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს, დღე-დღეზე თათულის გამოღვიძებას ველოდებით, ნიაკოს ხვალ მორიგი, მესამე, ოპერაცია უტარდება…“ – ბოლო ინფორმაცია ხაშურში დაშავებულ დებზე

ხაშურის ავარია

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ოჯახის ახლობელი ალექსანდრე ტაბატაძე გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლეს უზიარებს და გოგოების ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესახებ საუბრობს.

„მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში, მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი შედეგი გამოიღო თქვენმა გვერდში დგომამ, ოჯახმა იგრძნო, რომ მარტო არ არიან ამ ტრაგედიის წინაშე და სიცოცხლისათვის ბრძოლაში.

ჩვენი მაგარი გოგოების მდგომარეობას რაც შეეხება, მართვით სუნთქვიდან მოხსნეს, დღე-დღეზე თათულის გამოღვიძებას ველოდებით, ნიაკოს ხვალ (13/11/2024) მორიგი, მესამე, ოპერაცია უტარდება.

საქართველოში მკურნალობის დასრულების შემდეგ, ისევ და ისევ რეაბილიტაციის პერიოდია გასავლელი, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. მთელი საქართველო დაუდგა მხარში, ისევ ერთსულოვანია საქართველო!!!“, - წერს ალექსანდრე ტაბატაძე.