პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„2020 წელს საქართველოს ეკონომიკა შეადგენდა 50 მილიარდ ლარს, 2023 წელს იქნება დაახლოებით 80 მილიარდი ლარი, ანუ სამ წელიწადში გვაქვს 30 მილიარდიანი ზრდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებს.
“ეს ტემპი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი პასუხისმგებლობით განვაგრძოთ რეფორმები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო ორ წელში, საგარეო ვალი 22 პროცენტით შემცირდა.