როგორი ამინდი იქნება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1732219806
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბინზესპალატის ინიციატივითა და ორგანიზებით, საინფორმაციო სახის ღონისძიება - „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესპალატის მმართველმა გუნდმა - პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით - დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ინფორმაცია ბიზნესპალატის მიზნების; შესაძლებლობების; სტრუქტურის; დღეის მდგომარეობით, 46 ქვეყნის ფარგლებში არსებული 13 საპატიო კონსულის წარმომადგენლობისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
„ვფიქრობ, დადგა დრო, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ბიზნესპალატის არა მხოლოდ ძლიერი სტრუქტურა და ფართომასშტაბიანი წარმომადგენლობა, ასევე მიზნები, უსაზღვროდ დიდი შესაძლებლობები და რაც მთავარია, მიმდინარე, ფართომასშტაბიანი პროექტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბინზესი, არამედ სოციალური და კულტურული ღონისძიებები. ბიზნესპალატის შესაძლებლობები, ფაქტობრივად, უსაზღვროა, რადგან ვაერთიანებთ, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ ორგანიზაციას, იქნება ის კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენელი. ჩვენ ვქმნით ნდობაზე დაფუძნებულ კავშირებს, რასაც საფუძვლად უდევს ის მიღწევები, რომლებიც ბიზნესპალატას დაარსებიდან დღემდე გააჩნია,“ - აღნიშნა დავით ცირდავამ.
ღონისძიების - „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ - ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ბიზნესპალატის სხვა ხელმძღვანელმა პირებმაც მიმართეს.
როგორც აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბინზესპალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარინა ზურაბიშვილმა განაცხადა, ორგანიზაცია აერთიანებს სხვადასხვა ეთნოსის, კულტურის და მრწამწის ქვეყნებს, სერთო საქმის და მიზნების ირგვლივ.
ბიზნესპალატის საინვესტიციო დირექტორის, ვლადიმერ ლურსამანაშვილის თქმით, აღნიშნული გეგმების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა ორგანიზაციას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„ეს ღონისძიება ჩვენი ბიზნესპალატის ახალი განაცხადია ჩვენი ამბიციური გეგმებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, გავწიოთ ის კოლოსალური ძალისხმევა, რომელიც ამ ყველაფერს სჭირდება“. - განაცხადა ვლადიმერ ლურსამანაშვილმა.
ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ბიზნესპალატის დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელმა, თამარ კერძაიამ. მისი განმარტებით, სწორედ საბჭოს კომპეტენციაა, დაადგინოს ის სფეროები, სადაც ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა წარმატების მომტანი იქნება.
მოწვეული სტუმრების წინაშე, ასევე, წარდგნენ ბიზნესპალატის ვიცე პრეზიდენტები - გიორგი ოთარიძე და მუსა დემირკაზიკი - და საპატიო კონსულები სხვადასხვა ქვეყნიდან. ცნობისთვის, მუსა დემირკაზიკი ბიზნესპალატის მმართველ გუნდს ახლახან შემოუერთა. როგორც თავად აღნიშნა, ორგანიზაციაში ვიცე პრეზიდენტის პოზიციის დაკავება მისთვის დიდი პატივია. ის დარწმუნებულია, რომ ბიზნესპალატა წარმატებულად გაართმევს თავს დასახული მიზნების ასრულების პროცესს და უამრავ წარმატებულ პროექტს ჩაუყრის საფუძველს.
ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი შეფასებები გააჟღერა ქუვეითის კონსულმა, ორაიფან ჰამად ალორაიფანმაც. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ქუვეითის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. შესაბამისად, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ამ მიმართულებით. გარდა ამისა, კონსულმა უახლოეს პერიოდში საქართველოში ვიზიტი დააანონსა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესპალატასთან ერთად, ფართომასშტაბიან პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები გაიმართება.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების - „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ - ფარგლებში, პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავას ხელმძღვანელობით, 3 სახის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა:
მწვანე ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, ბიზნესპალატამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ინვესტორ ჯიჰან უსტუნდაგთან;
კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბიზნესპალატასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას შორის;
ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ჯეეს იბერიასა“ და სავაჭრო პალატას შორის.
ბიზნესპალატის საპატიო ელჩების, ინვესტორებისა და პარტნიორების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ალექსიძე, ასევე, საქართველოს კულტურისა და სპორტის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, აფხაზეთის სუვერენული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი - ლევან თევზაია, ასევე, მედიის, ინფლუენსერ მარკეტოლოგებისა და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლები.
„ჩემი მიზანი იყო, უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ბიზნესპალატის, მისი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მათ ძალიან საინტერესო ინიციატივები აქვთ. ამ კუთხით, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და შესაძლოა, სამომავლოდ ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ,“ - განაცხადა ზურაბ ალექსიძემ.
აღსანიშნავია, რომ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა 46 ქვეყანას, მათ შორის, საუდის არაბეთს, ქუვეითს, ბაჰრეინს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანის სასულთნოს აერთიანებს.
ორგანიზაცია ხელს უწყობს: უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ქართული კომპანიების მიერ კაპიტალის დაბანდებას, როგორც აზიის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში; საერთაშორისო კავშირების განვითარებას; არსებული საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებას; ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების - პლატფორმების ფორმირებას; საქართველოს ცოდნის ექსპორტიორად ჩამოყალიბებასა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენას.
ბიზნესპალატის შექმნის იდეა, ასევე, ეფუძნება საქართველოს გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გონივრულ გამოყენებასა და ქვეყნის სავაჭრო დერეფნად ჩამოყალიბებას - საინვესტიციო, სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების განვითარების მიზნით.