დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 23.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.8 პროცენტით მეტია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.6 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 17.5 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.8 პროცენტი, საშუალოზე – 25.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.1 პროცენტი.
უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 33.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 18.8 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს 0.6 პროცენტით ჩამორჩება.
2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 811.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.7 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.3 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 21.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.9 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 764.2 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 536.6 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.9 პროცენტით აღემატება.
2024 წლის მეოთხე კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 367.0 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 170.8 ლარით, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 847.3 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 466.2 ლარი; საშუალო ბიზნესი – 2 750.1 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 969.8 ლარი. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.1 პროცენტი მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილზეა ვაჭრობა 33.7 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა – 7.0 პროცენტიანი წილით, დამამუშავებელი მრეწველობა – 6.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.7 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს მშენებლობა (20.5 პროცენტი) და ვაჭრობა (18.6 პროცენტი), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (17.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.8 პროცენტიანი წილი უჭირავს.
უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 28.5, 11.3 და 9.2 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.2 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი, 80.9 პროცენტიანი წილით. და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით. დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 66.5 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტი; იმერეთი – 6.2 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.4 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3 პროცენტი; კახეთი – 2.7 პროცენტი; შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი; მცხეთა-მთიანეთი – 1.7 პროცენტი; სამცხე-ჯავახეთი – 1.5 პროცენტი; გურია – 0.9 პროცენტი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.2.