საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7 053.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი – 3 618.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
მათივე ცნობით, 2023 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3 434.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.4 პროცენტით მეტია 2022 წლის სავაჭრო ბალანსზე.
როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4 125.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 476.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 892.0 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 12.6 პროცენტი).
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 2 232.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 61.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 503.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 13.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება 232.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები არიან რუსეთი – 1 022.3 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 958.1 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 423.8 მლნ. აშშ დოლარით.
ხოლო ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 57.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები არიან რუსეთი – 534.2 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 521.4 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 206.9 მლნ. აშშ დოლარით.