დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში ე.წ. მაღალი მთის სტატუსი ამოქმედდა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნული სტატუსი შობადობის ზრდის ხელშეწყობის კომპონენტსაც ითვალისწინებს.
“პრაიმტაიმი” ამ პროგრამის შესახებ მოკლე ინფორმაციას გთავაზობთ:
რას ითვალისწინებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა მაღალმთიანი რეგიონებისათვის?
პროგრამის მიზანია, საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, შობადობის მატერიალური წახალისების მეშვეობით.
ვის შეუძლია ისარგებლოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით?
პროგრამის ბენეფიციარია 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვი (საქართველოს მოქალაქე), რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.
რა თანხას შეადგენს ბენეფიციარზე გათვალისწინებული დახმარება?
ფულადი დახმარება ინიშნება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და განისაზღვრება:
ა) 100 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი ოჯახის პირველი ან მეორე შვილია.
ბ) 200 ლარის ოდენობით, 2 წლის განმავლობაში, თუ ბენეფიციარი ოჯახის მე-3 ან მომდევნო შვილია.
გ) მეორე და მესამე ტყუპის შემთხვევაში ერთ-ერთ ტყუპისცალს 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მეორეს – 200 ლარის ოდენობით 2 წლის განმავლობაში.
ვის აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება?
ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ (მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე) ერთ-ერთ მშობელს.
რა სახის დოკუმენტებია საჭირო ფულადი დახმარების დასანიშნად?
ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საჭიროების შემთხვევაში – საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა);
კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები;
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად.რა შემთხვევაში წყდება ფულადი დახმარების გაცემა?
ფულადი დახმარება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
მშობლის, ან ბავშვის უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებით მიმართვისას;
ბენეფიციარის გარდაცვალებისას;
მშობლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტისას;
თუ ბენეფიციარი პირველი ან მეორე შვილია, 1 წლის ასაკის (12 თვე) შესრულების თვის მომდევნო თვიდან, ხოლო თუ ბენეფიციარი მე-3 ან მომდევნო შვილია – 2 წლის (24 თვე) ასაკის შესრულების თვის მომდევნო თვიდან;
შეწყვეტის შემდეგ დახმარების ახლიდან დანიშვნა განხორციელდება საერთო წესით (ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნოთვის პირველი რიცხვიდან).