"ყოველი თვის 26-ში, ჩახუტების დღე ხომ არ დავაწესოთ?!" - ნანკას ინიციატივა

nanka

ნანკა კალატოზიშვილი ინიციატივით გამოდის. რახან 26 მარტი და 26 ივნისი დაუვიწყარი გამოდგა ჩვენთვის და საქართველოს ნაკრებმა დიდი გამარჯვება მოგვიტანა, მსახიობის სურვილია ეს დღე ჩახუტების დღედ ვაქციოთ. 

"ყოველი თვის 26-ში ჩახუტების დღე ხომ არ დავაწესოთ, ბიჭებმა რაც გვაჩუქეს, იმ შეგრძნებას გავიხანგძლივებთ და იქნებ საბოლოოდ გავაგდოთ ამ ქვეყნიდან ზიზღი.

წელიწადში 12-ჯერ, უცნობი და ნაცნობი უბრალოდ რომ ეხუტება ერთმანეთს, რა მაგარი იქნებოდა!" - წერს ნანკა ფეისბუქზე და უერთდება, აეროპორტში, საქართველოს ნაკრების დახვედრის ინიციატივას.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

გურამ კაშია - თავები მაღლა

გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანეთთან სიცხის დამწევით ითამაშა" - GEO TEAM

ძნელი იყო, მაგრამ თავაწეული უნდა წავიდეთ ევროპის ჩემპიონატიდან - გიორგი მიქაუტაძე