1782072928
ჯარიმა 25 000-დან 35 000 ლარამდე - საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან/და ჩატარება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა - 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
ამავე ცნობით, შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა - 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.










