VIDEO: 22-წლიანი საქმიანობის პრაქტიკაში მსგავსი არაფერი მინახავს... - რა ვიდეოს აქვეყნებს არჩილ გუჩმანიძე

არჩილ გუჩმანიძე

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ოცამჩირეში გადაღებული კადრები ზღვის სანაპიროდან. როგორც გაირკვა, ეს მისტიკური მოვლენა, ბევრისთვის ამოუცნობია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, არჩილ გუჩმანიძე ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენა - ,,Cappuccino Coast" საქართველოს ნაპირებზე. დაფიქსირდა 2022 წლის 27 ნოემბერს ოჩამჩირესთან (მადლობა აფხაზ კოლეგებს მოწოდებული ვიდოესთვის და ინფორმაციისთვის). ჩემი შავ ზღვაზე კვლევითი და გარემოსდაცვითი საქმიანობის 22 წლიანი პარქტიკაში მსგავსი არაფერი მინახავს, ვერც ლიტერატურაში ვნახე ვერაფერი მსგავსი (თუ ვინმეს რამე გაუგია მადლიერი ვიქნები მოწოდებული ინფორმაციისთვის).

ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა ძირითადად ფიქსირდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ავსტარლიაში, სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში, სხავაგან ნაკლებად. თუ რას ნიშნავს და რატო ვითარდება ამას დავწერ მოგვიანებით“,- წერს გუჩმანიძე.