ტყვედაყვანილი რუსი ტანკისტის უკან საქართველოს დროშა ჩანს - ნათია ფანჯიკიძე

ტყვე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე და იმ მეთოდზე საუბრობს თუ როგორ უნდა გააპროტესტოს თითოეულმა მოქალაქემ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების ფაქტი.

მისი თქმით, ამ გზით თანხა რუსეთის თითო ტყვიის შეძენაში აკლდება.

„ტყვედაყვანილი რუსი ტანკისტის უკან, მეომრის მხარზე საქართველოს დროშა ჩანს. არცერთი ქართველი რომ არ ყოფილიყო აზოველებს შორის, მაინც მათზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებ, მაგრამ კიდევ ერთხელ და კიდევ მემილიონეჯერ რომ ვიცოდეთ, ქართველებო, რატომ არა გვაქვს მშვიდი ძილის და რუსული საკვები პროდუქტების თქვლეფის უფლება. იქნებ ცოტაა ჩვენი მონდომება, მაგრამ იყოს ცოტა, ვიდრე არაფერი - ყველა თეთრი თითო ტყვიის შეძენას აკლდება“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.