,,თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს..." - გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

giviko didia

,,თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა, რომ ის მიხვდება პასუხს...", - მომღერალი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ბებიის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,მთელი “ ბაღნობა “ ნათიეს ლოგინში გავატარე. სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი. როცა არ მეძინებოდა, მის ხელებს ვეფერებოდი და ბევრჯერ მოყოლილ ზღაპარს ისე მიყვებოდა, თითქოს პირველად ყვებაო. მეც ისე გავიტრუნებოდი, ვითომ პირველად ვისმენდი. ბოლოს ვეუბნებოდი, მაი ზღაპარი ვიცოდი-თქო და მებუტებოდა აბა რას მაქაქანე ამდენ ხანსო. ვეუბნებოდი, შენნაირი სიბერე მინდა მქონდეს-თქო. შენ რომ მიყვარხარ, ისე მინდა ვუყვარდე ჩემ შვილიშვილებს-თქო. გეიცინებდა და მეტყოდა - “ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება ნენა “.

პ.ს თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა, რომ ის მიხვდება პასუხს. კიდევ იმასაც მიხვდება, რა თბილი, გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა. გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას სანამ გყავთ, ისინი ჩვენით ცოცხლობენ.

ჩვენც დავბერდებით", - წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში და ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.