1775289655
,,ცრემლები მერევა, ვერ ვაცნობიერებ, ამას მართლა შენზე თუ ვწერ..." - შოთო სიხარულიძე
თელავში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპულ შოთიკო ბოჭორიძეს, მისი მეგობარი, „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის და ვიდეოს აქვეყნებს:
,,ცრემლები მერევა, ვერ ვაცნობიერებ, ამას მართლა შენზე თუ ვწერ...
როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდა… როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო... სიცოცხლე გაგიმწარდა, დაგიმახინჯდა…. უცხონი ხდებიან ადამიანები... როცა გტკივა, უსაშველობამდე...(90 წლისაა შოთიკოს გამზრდელი ციალა ბებო, ამ სიბერეში გამწარდა, გაუმწარდა სიბერე - არ იმსახურებდა...)
არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ… ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე თვითშეცოდების მდინარეში... და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე.
იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.












