1750017082
„თქვენი დაღუპულია ნახევარი ქალები, ვინც ქმრების მსხვერპლნი გახდნენ!“ - ვის მიმართავს ალექსანდრა პაიჭაძე

„ვინ კაცი და ვინ სანაცნობო უნდა მერჩივნოს ჩემ ქალიშვილს, თქვენი დაღუპულია ნახევარი ქალები, ვინც ქმრების მსხვერპლი გახდნენ!“ - ამის შესახებ მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში წერს და მშობლებს მიმართავს.
„ყოფილო ქმრებო!!!
ყოფილ ცოლებთან, შეყვარებულებთან, ყოფილ girlfriendებთან არაფერი აღარ გესაქმებათ, გარდა (ყოლის შემთხვევაში) საერთო შვილის ფინანსურად და ყურადღებით უზრუნველყოფისა!
მშობლებო! ნუ ზრდით ქალიშვილებს ნული თვითშეფასებით და თქვენი იმედის ქონის გარეშე! ქმრისგანაც უნდა დაიცვათ საკუთარი პირმშო, და ყოფილი ქმრისგანაც, ახალმა თაობამ ეს ვიცით, ძალიან კარგად და დიდ ენერგიას ვდებთ ამაში! დაიცავი და დაუდექი გვერდით საკუთარ შვილს! რა გახდა რა უტვინობა და არააადამიანობაა გარშემო….. ვინ კაცი და ვინ სანაცნობო უნდა მერჩივნოს ჩემ ქალიშვილს, თქვენი დაღუპულია ნახევარი ქალები, ვინც ქმრების მსხვერპლი გახდნენ!“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

„ზრდის აუტიზმის რისკს...“ - ახალი კვლევა
1750108356

ისრაელის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
1750103654