„როდესაც ყველაზე ცუდად ვარ, მაშინ ვუსმენ მუსიკას“ - სტეფანე მღებრიშვილი რუსთაველზე ჩატარებულ კონცერტს ეხმაურება

სტეფანე მღებრიშვილი

უკვე მეოთხე დღეა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. უკრაინელები ოკუპანტების შესაჩერებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ.

უკრაინას გულშემატკივრობს მთელი მსოფლიო. იმართება მხარდამჭერი აქციებიც. 26 თებერვალს რუსთაველზე გამართულ მხარდასაჭერ აქციაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ნინო ქათამაძემ ორკესტრის დახმარებით იმღერეს. მათ სიმღერას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ფაქტს ეხმაურება მომღერალი სტეფანე მღებრიშვილიც. (სტილი დაცულია)

„მეც დავწერო კონცერტზე? ღირს რო...? ან ის მუსიკოსები რომლებიც მონაწილეობდნენ, რატომ დებენ ახსნა განმარტებას?

როდესაც ყველაზე ცუდად ვარ, მაშინ ვუსმენ მუსიკას... პოპულარობა უნდოდა ნიკოლოზ რაჭველს თუ რატომ უკრავდა?

ყველას აქვს გამოხატვის ფორმა, მათ შორის მუსიკა აპრობირებული მეთოდია.... შეიძლება ფორმა არ იყო ბოლომდე სწორი და ღონისძიების ორგანიზატორებს არ ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება, რა როგორ უნდა მიაწოდონ... მაგრამ ეს არ ემსახურებოდა ვინმეს გართობას ან ზეიმს... ამაში ხომ ვთანხმდებით? რატომ  ვლაპარაკობთ ამაზე ამდენს? რა საჭიროა?

ჩვენი უსაყვარლესი არტისტები იდგნენ იქ და როგორც შეეძლოთ მხარს უჭერდნენ უკრაინელ მეგობრებს“,- წერს მომღერალი.