შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1778264998
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრას ელოდება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები.
„სი ძინპინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთთან კარგად გვქონდა საქმე, მაგრამ სხვა პრეზიდენტებს არა. გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ სი-თან. ვფიქრობ, ის შესანიშნავი იქნება. ის ჩემი მეგობარი იყო. წლების განმავლობაში ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს. არანაირი პრობლემა არ გვქონია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრება. ქვეყნის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრისას დონალდ ტრამპი ირანისა და ჰორმუზის სრუტის საკითხებსაც განიხილავს.