დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. წყვილს გაბედნიერებას უამრავი ადამიანი ულოცავს.
წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა, რის შემდეგაც ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში გადაინაცვლეს.
დარბაზში გადანაცვლებულ სტუმრებს წყვილმა ნამდვილი სანახაობა მოუწყო და ბევრი დასამახსოვრებელი ნომერიც შეასრულა.
ქორწილში სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი სახე იყო, მათ შორის იყვნენ: მაქაცარიას თანაწამყვანები, ანრი ჯოხაძე, ნოე სულაბერიძე ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად, ნინო კუზანოვა მეუღლესთან ერთად, ასევე, მომღერალი და მსახიობი გიორგი გილიგაშვილი, რომელიც ირაკლი მაქაცარიას მეჯვარეა, მომღერალი ანდრია გველესიანი მეუღლესთან ერთად, სალომე ბაკურაძე, პავლე მგელაძე, ჯულიანა ბარ-გნარი, ოთო ფოლადაშვილი, გვანცა დარასელია და სხვები.