დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ტაქსისტთან დიალოგზე წერს. საუბარი 90-იან წლებს ეხებოდა.
„ტაქსის მძღოლი მეუბნება, რანაირი დროა, რას დაემსგავსა ხალხი, სიყვარული დაკარგეს, ერთმანეთის პატივისცემაცო.. ხომ ჯოჯოხეთი ტრიალებდა, მაგრამ 90-იანებში ურთიერთობები უფრო ჯანსაღი იყოო, ერთმანეთი გვიყვარდა და გვიხაროდაო. ვის და ვის მეთქი? მთლად მზად არ იყო პასუხისთვის. იფიქრა, იფიქრა და ...მეგობრებსო, მეზობლებსაცო, ტელევიზორს ერთად ვუყურებდით და სუპს ეზოში ერთად ვხარშავდითო. კიდევ მეთქი? კუბოს თავსახურებს რომ ჰპარავდნენ ერთმანეთს და გასვენებამდე გამოსასყიდს სთხოვდნენ, გახსოვს მეთქი? ამის გახსენებაზე ისიც გაახსენდა, კარზე თუ ვინმე დააკაკუნებდა, გადატენილი ავტომატით მივდიოდი გასაღებადო... ყოველ მეორე დღეს უბანში მინიმუმ თითო მკვლელობა ხდებოდაო, კურტკის გახდის გამო ვინმეს რომ არ მოვეკალი, ლიმონკა მედო ჯიბეშიო. შებინდებულზე გარეთ ვერ გავდიოდითო.....
ჰოდა მე ვუთხარი, ოქროს დრო ყოფილა ჩემო კარგო, ოქროსი, რაც მეტი დისტანცია, მით მეტხანს იცოცხლებ ფიზიკურად მეთქი, ნუ ახლა მორალურზე მთლად გარანტია ვერ მივეცი. დამეთანხმა და კიდევ უფრო სევდიანებმა გავაგრძელეთ გზა. დღის ბოლო იყო და დაღლილობის პიკზე ვიყავით ორივე.
ყველა წარსულში, გუშინდელშიც და წლების წინანდელშიც მხოლოდ ის ხალხი მენატრება, რომ აღარ არიან და მათი არსებობით სავსე ჩემი თავი“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.