კვარა ჩელსი

Crystalsport 1773691161

კვარა დუეს ნაცვლად? - პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ჩელსის წინააღმდეგ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა პსჟ-ის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ძირითად თერთმეტეულში მოიაზრება.„ერთი კვირის წინ, „პარკ დე პრენსზე“, „კვარამ“ პირველ შეხვედრაში თავისი კლასის ნამდვილი შოუ მოაწყო — მოედანზე გატარებულ 28 წუთში მან ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ლოგიკურია, რომ ის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მთავარი პრეტენდენტია დეზირე დუეს ნაცვლად, რომელიც, სავარაუდოდ, სკამიდან დაიწყებს თამაშს.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ლუის ენრიკე

Crystalsport 1773684074

„წნეხზე გაძლება მოგვიწევს, მაგრამ...“ - ენრიკე და დემბელე ჩელსისთან მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. შეხვედრამდე 1 დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უსმან დემბელესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.ლუის ენრიკე:„ფაქტია, რომ ჯერ მხოლოდ პირველი შეხვედრა ჩავატარეთ მაღალ დონეზე. წინ მეორე მატჩია, რომელიც ყოველთვის განსხვავებული გამოდის. საპასუხო შეხვედრები სპეციფიკურია, რადგან აქ უკვე გამოვარდნის რეალური საფრთხე არსებობს, რაც ყველაფერს ართულებს. თუმცა, ჩვენ მზად ვართ — მიჩვეულები ვართ ასეთი დონის მატჩების თამაშს და გვსურს, მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ“.უსმან დემბელეს ლიდერულ თვისებებზე:„მწვრთნელისთვის მისნაირი ფეხბურთელის ყოლა საოცრებაა. მან შეძლო საკუთარი მენტალიტეტის შეცვლა და პოზიციური ტრანსფორმაცია. მთელი ცხოვრება ტიპური გარემარბი იყო, თუმცა გუნდის წარმატებისთვის თამაშის სტილის შეცვლას დათანხმდა. უსმანისნაირი მოთამაშე გუნდში ნამდვილი საჩუქარია. როგორც გულშემატკივრისთვის კი, მისი ყურება დიდი სიამოვნებაა — ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც ბურთთან ერთად ყველაფერი იცის“.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

სპორტი 1773579675

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა - BBC Sport

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა  -BBC Sport ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს. „საკუთარ თავს უბრალო ადამიანად მივიჩნევ. ვცდილობ, მიწაზე დავრჩე, ვუსმინო ჩემს ოჯახს და ყოველთვის მახსოვდეს, თუ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ",- ამბობს ქართველი ფეხბურთელი BBC Sport-თან საუბარში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში გაიზარდა. სტატიის ავტორის თქმით, ის ფეხბურთელის დედას, მაკასა და  მამას, ბადრისაც შეხვდა, რომელიც „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელია. სტატიის ავტორი იმ სახლსაც აღწერს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გაიზარდა:„ეს იყო თბილი, მოკრძალებული სახლი. ნაკლები ფუფუნების საგნით, თუმცა, მოგონებებით სავსე. გარემო სავსე იყო ფოტოებით, თასებითა და მაისურებით. მათ შორის იყო ის პირველი მაისურიც, რომელიც ხვიჩას „დინამო თბილისში" ყოფნისას ეცვა. საქართველოში ყოფნისას ხვიჩა კვლავ თავის პატარა საძინებელს იყენებს ოთახის  ერთ კუთხეში კომპიუტერის  მაგიდა, ყურსასმენები, კლავიატურა და სკამი დგას". „ხვიჩას პროფესიული კარიერა  და მისი გზა მწვერვალებისკენ „დინამო თბილისიდან" დაიწყო"-, ამბობს ფეხბურთელის დედა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ადრეული ასაკიდანვე  კვარაცხელიასთვის ფეხბურთი  ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. „როგორც დედამისი იხსენებს, ის ბურთს გვერდიდან არ იშორებდა. სულ თან დაჰქონდა, მასთან ერთად ეძინა",- ვკითხულობთ სტატიაში. კვარაცხელიამ პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა 2017 წელს გამართა, შემდეგ კი იჯარით „რუსთავსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ წავიდა. სწორედ „ლოკომოტივში“ მიიღო პირველი მაღალი ხელფასი და ამ ფულის წყალობით მამამისს დაუფინანსა გულის ოპერაცია, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.2019 წლის 22 მაისს მან პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის თასი მოიგო. შემდეგ იყო „რუბინი“, სადაც რუსეთის ჩემპიონატის ახალგაზრდა ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვარამ ყაზანი დატოვა და ქართულ კლუბში, „დინამო ბათუმში“ გადავიდა. 2022 წლის ივლისში კვარაცხელია „ნაპოლიმ“ გაიფორმა. ხვიჩასთან ერთად „პარტენოპეიმ“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ნეაპოლში მას ახალი მეტსახელი - „კვარადონა“ - შეარქვეს. ისტორიული წარმატების მიუხედავად, ხვიჩამ იცოდა, რომ დროის ამბავი იყო, მისით ევროპული გრანდი როდის დაინტერესდებოდა და ნეაპოლს როდის დატოვებდა. ეს გრანდი „პარი სენ-ჟერმენი“ აღმოჩნდა, რომელმაც ის 70 მილიონ ევროდ შეიძინა. პარკ დე პრენსზე“ გადასვლას ტრებლი მოჰყვა. პსჟ-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში, რომელშიც კვარამაც გაიტანა, „ინტერი“ გაანადგურა.კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეზე მიდის, წინსვლაზე ორიენტირებული დრიბლინგი აქვს და მოკლე მონაკვეთებში მანევრირება შეუძლია. ეს საქართველოში მიღწეული პროგრესისა და მუშაობის დამსახურებაა. კვარაცხელია ვიდეოანალიზის საშუალებით საკუთარ თამაშს ხვეწს; მას აქვს სპეციალური ვარჯიშები, რომელთა დახმარებითაც ფეთქებადობასა და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარს იუმჯობესებს.ხვიჩა ძლიერი და ზუსტი დარტყმით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფლანგიდან ცენტრში შედის. მის თავდაჯერებულობას ვარჯიშებისას ამ მოძრაობის უთვალავჯერ გამეორება და სპორტდარბაზში ძალის მოსამატებელი სპეციალური რუტინები განაპირობებს.საკუთარი თაობის სხვა ნიჭიერი ფეხბურთელების მსგავსად, კვარაცხელიას საფეხბურთო კერპიც კრიშტიანუ რონალდუა. როგორც მისი გმირი, კვარა დაცვას აქტიურად ეხმარება და კონკურენტუნარიანი მენტალიტეტი აქვს.„ვგრძნობ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. აქ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიზიარებთ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა მოიგოს და თამაშით სიამოვნება მივიღო. ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრებაა - მიყვარს თამაში და ფეხბურთით სიამოვნების მიღება.“ კვარაცხელია ჯერ კიდევ სწავლობს და მუშაობას აგრძელებს. მან იცის, რა ასპექტებში აქვს მოსამატებელი და ხვდება, რომ დაცვაში თამაში მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ანტონიო კონტესთან მუშაობისას გაიაზრა და გაკვეთილი კარგად აითვისა, რადგან ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენში“ მისგან დაცვაში უფრო იშვიათად ჩასვლას ნამდვილად არ ითხოვს. სწავლის პროცესში კვარაცხელია ძველი ფეხბურთელების ვიდეოებს უყურებს, განსაკუთრებით რონალდინიოს მაგიას, და ცდილობს მათი მოძრაობები ვარჯიშებზე დაამუშაოს, შემდეგ კი საკუთარი არსენალი გააძლიეროს. „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელია უმნიშვნელოვანესი მატჩების მონაწილეა და ზუსტად იმ სიტუაციაშია, რაშიც მისი ფავორიტი სპორტსმენები იყვნენ. იგი NBA-ის დიდი გულშემატკივარია და კობი ბრაიანტი და კევინ დურანტი უყვარს.„მნიშვნელოვანი შეხვედრებით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი. საუბარია მატჩებზე, რომლებშიც მონაწილეობაზე უარს არავინ იტყოდა. მეტი ზეწოლა, მეტი ინტენსიურობა, მაგრამ ამავდროულად მეტი მოტივაცია. ჩემი აზრით, ეს არის სიტუაცია, როცა შეგიძლია შენი ნამდვილი ხასიათი აჩვენო,“ - ამბობს კვარა. 2022 წლის აგვისტოში კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ უკვე ერთი წელი იყო, რაც ნიცა თავაძეს ხვდებოდა — ქართველ სტუდენტს, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.მათი ტრადიციული ქართული ქორწილი 2023 წლის ოქტომბერში მცხეთის სამთავროს მონასტერში გაიმართა, ხოლო 2024 წლის 21 აგვისტოს თბილისში წყვილს პირველი შვილი - ვაჟი, დამიანე - შეეძინა. კვარაცხელიას პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. მოედნის მიღმა ის რადიკალურად განსხვავებულია. თუ მოედანზე უშიშარი და აგრესიულია, მის მიღმა მშვიდი და თავშეკავებულია.ადამიანები, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ თავმდაბალი ოჯახის კაცია - სრულიად განსხვავებული იმ ხელოვნურად შექმნილი სუპერვარსკვლავის იმიჯისგან, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი ატარებს. მისი მეგობრები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის გულუხვობას - თვისებას, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მაშინაც კი, როცა დიდი ფული არ გააჩნდა.კვარაცხელია პატრიოტია და კარგად ესმის, რომ მოედანზე მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენს, არამედ მაგალითია ქართველი ახალგაზრდებისთვისაც. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან მოვდივარ. საქართველოში იდენტობა ძალიან ძლიერი რამ არის და ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, ვცდილობ ეს წარმოვაჩინო.“ ქართველები ცნობილები არიან ძლიერი იდენტობით, კულტურისადმი სიამაყით და ჯიუტი გამძლეობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმპერიებს შორის არსებობით ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ამ ყველაფრის განსახიერებაა — უშიშარი ფეხბურთელი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა მცველს უტევს, თითქოს მთელ ქვეყანას თან ატარებს. მისი გზავნილი საქართველოს ახალგაზრდებისთვის მარტივია: „იცოდეთ, რომ მე აქ ვარ. ეს შესაძლებელია. თქვენც შეგიძლიათ ამ დონეს მიაღწიოთ,“ - წერს BBC.

„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება

სპორტი 1773429846

ფრანგი ჟურნალისტი: გუნდი სათადარიგო სკამიცაა, კვარაცხელიას გოლში ნიჭთან სითამამე იყო შერწყმული

RMC Sport-ის ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენი“-„ჩელსის“ მატჩზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს, რომელმაც შეცვლაზე შემოსულმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, შეასრულა რა დუბლი და გააკეთა საგოლე პასი.„2:2-ის დროს ვფიქრობდით, რომ „ჩელსი“ ამით დაკმაყოფილდებოდა და პსჟ-ს აღარ ექნებოდა ძალა, უფრო შორს წასულიყო. მაგრამ გუნდი სათადარიგოთა სკამია, საქმე შეცვლებშია. როდესაც სათადარიგოთა სკამზე გყავს კვარას მსგავსი ბიჭი, რომელიც მოედანზე დამუხტული შევიდა და სტრატოსფერული გოლი გაიტანა, რადგან მას ამის ნიჭი აქვს... ეს არის გამბედაობა, ინდივიდუალურ ნიჭთან შერწყმული.იყო დემბელეს წარმოუდგენელი რეიდი კონტრშეტევაზე, ფინტები და დარტყმა, ვიტინიას დარტყმა, კვარას არაჩვეულებრივი დარტყმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პსჟ-ს ჰყავს ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები, როგორებიც არიან დემბელე, კვარა და ვიტინია, რომლებსაც უკეთ თამაშიც შეუძლიათ“, - თქვა რიოლომ.

კვარა პსჟ

სპორტი 1773336359

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, – რჩეული თერთმეტეული უეფას ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.მიუხედავად იმისა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლავი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალის პირველ მატჩში მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ შეხვედრაში.კვარაცხელიას მოედანზე შესვლის დროს ანგარიში 2:2 იყო. 74-ე წუთზე მისი გადაცემით ვიტინიამ პარიზელები წინ გაიყვანა, ხოლო 86-ე და 90+3-ე წუთებზე ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელია გუნდში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია – მის ანგარიშზე 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.1TVSPORT

კვარას მეორე გოლი

სპორტი 1773266535

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩელსის დუბლი შეუსრულა!

ხვიჩა კვარაცხელიამ ლონდონის ჩელსის კარში მეორე გოლიც გაიტანა და ანგარიში 5:2 გახადა.  INSANE !!! Khvicha Kvaratskhelia makes it four against Chelsea..🇪🇺 PSG 4-2 Chelsea pic.twitter.com/WdlWciuI5L — Goal Gallery (@Goalgallery2) March 11, 2026

კვარას გოლი ჩელსისთან

სპორტი 1773265927

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩელსის საოცარი გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ლონდონის „ჩელსისთან“ ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში 4:2 გახადა.  INSANE !!! Khvicha Kvaratskhelia makes it four against Chelsea..🇪🇺 PSG 4-2 Chelsea pic.twitter.com/WdlWciuI5L — Goal Gallery (@Goalgallery2) March 11, 2026

კვარა საქართველო

Crystalsport 1773223118

„ლიგის ფინალის წინ პირველი, რაც ჩემოდანში ჩავდე, საქართველოს დროშა იყო“ | კვარას ინტერვიუ

ხვიჩა კვარაცხელიამ Le Parisien-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი თავი დაახასიათა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა: მოედანზე საქართველოს დროშით ერბინა.შეგიძლია საკუთარი თავი რამდენიმე სიტყვით დაახასიათო?„მომთმენი, აგრესიული, მებრძოლი და... ქართველი! ბოლო ორი თითქმის ერთი და იგივეა და მხოლოდ ქართველები მიხვდებიან, რაზე მაქვს საუბარი.“შეგიძლია ფრანგ პუბლიკას აუხსნა, რას გულისხმობ?„საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა. ვცდილობთ, ის კარგად წარმოვაჩინოთ და მსოფლიოს გავაცნოთ. მაგალითად, როდესაც ხალხი საქართველოში ჩამოდის, მათ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვმასპინძლობთ. როდესაც ვთამაშობ, პირველ რიგში საქართველოსთვის ვთამაშობ და შემდეგ — საკუთარი თავისთვის. როდესაც ჩემი მსგავსი პატარა ქვეყნიდან მოდიხარ, ძალიან ცოტა შანსი გაქვს, ისეთ დიდ კლუბში ითამაშო, როგორიც პარი სენ-ჟერმენია. დღეს ჩემთვის დიდი სიამაყეა, რომ „პარიზის ქართველად“ მიცნობენ...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარა ბიბისი

Crystalsport 1773222966

როგორ იქცა კვარაცხელია ვარსკვლავად | BBC-იმ ხვიჩას სტატია მიუძღვნა

„მოკრძალებული დასაწყისი, რონალდუ და NBA — როგორ იქცა ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავად“, - ეს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, BBC-ის სტატიის სათაურია.მისი ავტორი, გუილემ ბალაგი, „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ გარემარბზე ვრცლად წერს და მკითხველს მას ახლოდან აცნობს. „ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ტალანტად დაიმკვიდრა თავი. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ მოედნის მიღმა აბსოლუტურად სხვანაირია.25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ცხრა მატჩში 7 საგოლე მოქმედება მიითვალა (4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა), რითაც ის ამ ტურნირზე პსჟ-ის საუკეთესო ბომბარდირია და ყველაზე მეტი საგოლე მოქმედებაც აქვს. მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ჩელსია — კლუბი, რომელმაც წარსულში მისი გაფორმება სცადა.„ვთვლი, რომ უბრალო ადამიანი ვარ. ვცდილობ თავმდაბალი ვიყო, ოჯახის წევრების მოსაზრებები გავითვალისწინო და ყოველთვის მახსოვდეს, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ“, — ეს ხვიჩას სიტყვებია და მოდით, მის მიერ გავლილი გზა დეტალურად განვიხილოთ.განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

 საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Fourfourtwo-ს რეიტინგში

Crystalsport 1773140538

„მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა“ | ხვიჩა გუტიზე, რიბერისა და საკუთარ მეტსახელზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, „ლე პარიზიენს“ ინტერვიუ მისცა.„კვარამ“ საფეხბურთო კერპებზე, ფრანკ რიბერისა და მეტსახელზე ისაუბრა, რომელიც „ნაპოლიში“ ყოფნისას შეარქვეს.ვინ იყო შენი საფეხბურთო კერპი ბავშვობაში? „ბავშვობაში ჩემი კერპი გუტი იყო. მისი მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა, ამიტომ თეთრი მაისური ავიღე და შავი მარკერით დავაწერე: 14 ნომერი, გუტი. როდესაც მის თამაშს ვუყურებდი, ძალიან მომწონდა მისი საფეხბურთო აზროვნება, პასები და ინტელექტი. გუტი საოცარი ფეხბურთელი იყო...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

ხვიჩა

Crystalsport 1772977104

„უჯარიმოდ ბურთს ვერ ვართმევდით“ - ყოფილი მოწინააღმდეგე ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას რომელი ქვეყნის ჩემპიონატშიც უთამაშია, ყველგან თავისი მდიდარი ისტორია აქვს შექმნილი და კვალი დატოვებული. იტალიისა და საფრანგეთის პირველობისგან განსხვავებით, რუსეთში მხოლოდ ერთი ტიტული ქვეყნის თასი მოიგო და ამით ბევრი არც არაფერი დაუკარგავს, თუმცა „ლოკომოტივში“ და „რუბინში“ ასპარეზობისას მისი დრიბლინგები კვარას ოპონენტებს დღემდე მწარედ ახსოვთ, რაზეც მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ფეხბურთელის პაველ მასლოვის განცხადებაც მეტყველებს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/82498-ujarimod-burts-ver-vartmevdit---qopili-motsinaaghmdege-khvichaze 

კვარა

Crystalsport 1772824988

„არასწორი სათამაშო პოზიცია და ცუდი განწყობა“ - L’Equipe კვარასა და ენრიკეზე

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს - „ადგილი მოედანზე და განწყობა: ხვიჩა კვარაცხელია თავდაჯერების ძიებაში - როგორ დაიბრუნოს ძველი ფორმა პსჟ-ში“ - ვკითხულობთ სტატიის სათაურში.ამ სეზონში ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი პრაქტიკულად მარჯვენა გარემარბად აქცია, რაც ხვიჩას შედეგიანობას ორმაგად ამცირებს, რადგან ეს მისთვის უხერხული პოზიციაა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/82467-arastsori-satamasho-pozitsia-da-tsudi-gantsqoba---lequipe-kvarasa-da-enrikeze