,,გლოლაში მოგვიწია შესვენება, ამ დროს, ჩვენკენ მოცქრიალებს ლამაზი გოგონა... სახლში მობრძანდითო, გვთხოვა" - ამბავი რეზერვის ჯარისკაცებზე და მათ პატარა მასპინძელზე

რაჭის ამბები

შოვის ტრაგედიამ მთელი საქართველო გააერთიანა.

ვისაც როგორ და რა ფორმითაც შეუძლია, ჩართულია, სტიქიის შედეგებთან ბრძოლასა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

რაჭაში მყოფი რეზერვის ჯარისკაცი სოციალურ ქსელში პატარა მასპინძლის შესახებ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს:

"იმერეთის ტერიტორიული რეზერვის ჯარისკაცებს სამძებრო გასვლა გვქონდა, მდინარე ჭანჭახზე. გლოლაში მოგვიწია გზაზე შესვენება, ამ დროს ჩვენკენ მოცქრიალებს ლამაზი გოგონა, რომელმაც ხილი და ცივი წვენები მოგვართვა და სახლში მობრძანდითო გვთხოვა. ანა ჰქვია, ასევე გამოგვეგება ქალბატონი ლალო, გვეპატიჟა, სახლში მობრძანდითო... უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ თბილ და საოცარ ადამიანებს," - წერს დიმიტრი ცერცვაძე. 

ასევე ნახეთ:

„მინდა მოგიყვეთ, ის რაც უთქმელი დარჩა..." - რას წერს ერთ-ერთი მომხმარებელი რაჭის ჯგუფში

,,ყველაზე მძიმე იყო, როდესაც ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა..." - მაშველები შოვის ტრაგედიაზე

რა ინფორმაცია ვრცელდება 23 წლის მარტოხელა დედაზე, რომელსაც მაშველები ეძებენ

როდის აგრილდება საქართველოში

მაშველების მიერ გადარჩენილი ჩეხი მზარეული, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანებისთვის საკვებს ამზადებს