ფოტოები: ,,ძალიან მომწონს..." - რა სიურპრიზი მოუწყეს ეკა ხოფერიას დაბადების დღეზე

ეკა

ჟურნალისტი, ეკა ხოფერია 50 წლის იუბილეს აღნიშნავს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: 

"ამბავი ასეა. 9 ივლისს ვხდები 50 წლის. არ ვიხდი და ვიმალები) წელს ასე გადავწყვიტე)

მაგრამ ჩემმა გუნდმა აგერ უკვე მეორე წელია გადაწყვიტა, რომ 7 ივლისს დავიბადე. სიურპრიზი, ბუშტები, ყვავილები და ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი-ვანო ქავშბაიას ნახატი. ის აფხაზეთიდანაა და ძალიან მომწონს.

დამალვა არ გამომივიდა. მადლობა, მადლობა, მადლობა მთელ გუნდს. მეც ძალიან მიყვარხართ. 

p.s. სულ ვფიქრობდი, რანაირად დავხვდები ამ 50 წელს-მეთქი. ზოგი ცხოვრების ახალი სტილით ხვდება, ზოგი მინუს -25( გინდა წლით და გინდა კილოგრამია) ისა ესა...

ჩემს ცხოვრებაში მთავარი მიღწევისა და ასე ვთქვათ შედეგის -ჩემი ოჯახის-გარდა, კიდევ ერთი მთავარი შედეგი  გაჩნდა-აფხაზეთი. ახალი და განახლებული სკოლები ჩვენი პატარებისთვის აფხაზეთიდან, განახლებული სპორტდარბაზები, ახალი პარტნიორები ევროპიდან და ამერიკიდან, ახალი პროგრამები მათთვის, ვინც ვერ სწავლობს მშობლიურ ენას, ახალი კომპიუტერები,  ახალი მეგობრები ჩვენი პატარების კერძო სექტორიდან, ბიზნესიდან, უალაპარაკოდ რომ გვერდში გვიდგანან, ახალი საზაფხულო სკოლები... ენგურს აქეთ და  ენგურს იქით ჩვენს საყვარელ აფხაზეთში.

რა ვიცი, მართლა მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა . ხომ შეიძლებოდა მეცხოვრა ამ ყველაფრის გარეშე? ალბათ, არა) 

აი, ასეთი 50 წელი ორი დღით ადრე",- წერს ეკა ხოფერია.