დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მომღერალი ნუცა ბუზალაძე Facebook-ზე „ლაივ“ ჩართვაში საუბრობს ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ჟიურის გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ნუცა საუკეთესო 12 მონაწილეს შორის აირჩიეს.
„ლაივ შოუზე ჟიურიმ 2 ადამიანი გადაარჩინა. ერთ-ერთი ვიყავი მე…რაღაც სასწაული მოხდა გუშინ, რადგან ყველანი, ვინც იმ სცენაზე ვიდექით ყველანი ძალიან ნიჭიერები და ნომერ პირველები არიან იმ განხრით, რასაც თავად მიჰყვებიან. წელს ყველაზე ძლიერი სეზონია და მართლა არ მეგონა, თუ ჟიური ამომარჩევდა.
პროექტში ისეთ სიმღერებს ვიმღერებ, რაც აქამდე არ მქონია შესრულებული. აბსოლუტურად ყველა სიმღერა, რომელიც აქამდე მიმღერია ყველა ჩემი არჩეულია. აქ არავინ არაფერს არ გაძალებს, პირიქით, უნდათ იყო ის ვინც ხარ. ყველა ადამიანისთვის არის მსმენელი. ჩემთვის ის უკვე გამარჯვებაა, რაც ჟიურიმ მითხრა პროექტის განმავლობაში, ისიც გამარჯვებაა, რომ პირველი უცხოელი ვარ 25 წლის მანძილზე, რაც ეს პროექტი გადის ტელევიზიით, ვინც აქამდე გავიდა… ეს ჩემთვის უკვე გამარჯვება და ძალიან დიდი მოტივაციაა. რისი მიღწევაც მინდოდა ამ პროექტით, ის უკვე გამოვიდა“, – აცხადებს ნუცა ბუზალაძე.