პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი გივიკო დიდია, სოციალურ ქსელში ბავშვობის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ეჰ წუთით მაინც დამაბრუნა ბავშვობაში, როცა მთელი ოჯახი ვიყავით ერთად. მაშინ ჩემს ქუჩაზე, ყველა სახლში სინათლე იყო. შემოღამება და ღია ფანჯრებიდან გადაძახილი მომენატრა, სა ხარ გადმოი.
გავიდა დრო და თან ბევრი ადამიანი გაჰყვა. ახლა ძველებურად მხიარული აღარ არის სახლები. ფანჯრებს მიღმა, ვერც სინათლეს დაინახავ. ისე მძიმედ დგანან, სევდით სავსე არიანო, იფიქრებს კაცი.
მაშინ სხვანაირი იყო ირგვლივ ყველაფერი, უფრო მეამიტი, ლაღი, ხალხიც, მე ასე მგონია. მენატრება ყველაფერი ძველი, ჩემი ოჯახიდან და ჩემი ქუჩიდან წასული ადამიანები, მეზობლობის ასე ლამაზი წრე რომ ჩამოაყალიბეს ჩემს ცნობიერებაში.
გული მწყდება, რომ იმ დროში ვერაფრით დავბრუნდები. დამიჯერეთ, ნახევარ სიცოცხლესაც დავთმობდი, რომ შემეძლოს, ისევ უდარდელად ბავშვობის გატარება გურიაში", - წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
„სიფრთხილე გამოიჩინეთ!“ - მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც შემოდგომაზე განსაკუთრებით გაუმართლებთ