გივი

საზოგადოება 1711947706

“ჩემს ტკივილით სავსე ბებიას მივეპარე, ჩავეხუტე და ვუთხარი...” - რას წერს გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია საზოგადოებას ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს. ამჯერად მან ბებიასთან საუბრის მომენტი გაგვიზიარა.ბებია – შვილიშვილის ემოციურ საუბარს უცვლელად გთავაზობთ:„ჩემს ტკივილით სავსე ბებიას მივეპარე, ჩევეხუტე და ვუთხარი.მე : მინდა ყოველ გაზაფხულზე, იებით და ნარცისებით სავსე ჩვენს ეზოში შემომეგებო და ჩამიხუტო .ნათი : მე ცას კი არ გამევეკერები ნენა .მე : რეიზა ვითამ ?ნათი : დავგლახდი უკვე ნენა და იმიზა .მე : მინდა ყოველ ზაფხულს შენსკენ მომეჩქარებოდეს , შენი საყვარელი ნაყინით ხელში და საამურ დღეებს უსასრულო საუბარში ვატარებდეთ .ნათი : მაგ ნაყინებს რო იყიდი “ ხო იცი მამაშენს რაფერ უყვარდა “ ? მე არ მინდა ნენა , გაჭირვებულებს დუურიგე .მე : მინდა ყოველ შემოდგომას ბარაქინად ხვდებოდე და შენებურად ფუსფუსებდე .ნათი : მამაშენის გარეშე ? საყანეს და ბოსტანს რომ გავხედავ, ყოლგან იგი მელანდება.მე : მინდა ყოველ ახალ წელს , ჩვენს მორთულ ნაძვის ხესთან ვიკრიბებოდეთ და გლოცავდე.ნათი : აი, რა თქვი ნენა , 31 დეკემბერი და ახალი წელი შემაძულა მამაშენმა .მე : მინდა სულ გქონდეს ძალა და ხალისი, რომ შენი ლამაზი თითებით მოამზადო გემრიელობები  ნათი : კი ნენა , სანამ შემეძლება აფერს არ მოგაკლებ .მე : მინდა, ყოველ საღამოს დაძინებამდე გეიხსენო, რაფერი ძვირფასი ხარ ჩემთვის .ნათი : კაი ახლა კაი , თლა ნუ გადეირევი .მე : მინდა ყოველ დილით , კოფე ჩვენ ორიზა გააკეთო , შოკოლათი გევიყოთ და შენებურად დამარიგო , მომეფერე და დამიცაცხანო . რეიზა არ იჭრი , მაგ გაჯენჯილ თმას და წვერს ?!ნათი : გაი იქით გაი , საქმე მაქ ნენა , მეიცდის გონია ?მე : შენ ჩემი მზე ხარ .ნათი : რომელი ამომავალი ? “ იცინის “მე : მზე რომელიც ანათებს ჩემში . მზე რომელიც მათბობს და მაცოცხლებს . მზე რომელიც არ მინდა რომ ოდესმე ჩევიდეს და აღარ ანათებდეს ნათი : წევედი , წევედი საქმე მაქ თქვა . სა მცალია შენი ბჟუტურის მოსასმენად . ისე გივი ბებია , რომ იცოდე , შენ რომ არა , არ ვიცი რა მეშველებოდა“. – წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში

კაკული და მიშელ გურიელაშვილები

საზოგადოება 1706766780

„უზომოდ მიყვარხარ და უზომოდ მენატრები“ - კაკული გურიელაშვილის შვილი გარდაცვლილ მამას ემოციურ სტატუსს უძღვნის

მომღერალ კაკული გურიელაშვილს, რომელიც 5 იანვარს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, შვილი, მიშელ გურიელაშვილი ემოციურ მიმართვას უძღვნის.„მამა, ძალიან მაგრად მენატრები, უზომოდ მიყვარხარ დ უზომოდ მენატრები“, – წერს შვილი და მამის სიმღერის ფონზე მის ფოტოს აქვეყნებს.ცნობისთვის, მომღერალი მძიმე სენს ებრძოდა.ასევე ნახეთ:მე მძიმედ ვარ, სხვას ახლა ვერაფერს ვიტყვი... ჩათვალეთ, რომ ოჯახის წევრი გარდამეცვალა - მერაბ სეფაშვილი„გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვნახე. ლაპარაკიც, თითქმის, უკვე აღარ შეეძლო... მძიმედ ვარ. ძალიან მიჭირს...“- მერაბ სეფაშვილი კაკული გურიელაშვილზეაუცილებლად გაითვალისწინეთ პარტნიორის აზრი და გაუწიეთ ანგარიში მის სურვილებს - ცაგარელის გაფრთხილებაVIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები

ქალს ზვიგენი დაესხა თავს

მსოფლიო 1706623313

VIDEO: მოცურავე ქალს ზვიგენი დაესხა თავს (უცხოეთი)

ავსტრალიაში სპორტსმენ ქალს ვარჯიშისას თავს ზვიგენი დაესხა. ინციდენტი სიდნეიში, სანაპიროდან 20 მეტრის მოშორებით მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. 20 წლის მოცურავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ავსტრალიის სანაპიროებზე ზვიგენების გამოსვლა ხშირი მოვლენაა, თუმცა სიდნეის ყველაზე პოპულარულ პლაჟზე მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდება. სპეციალურმა სამსახურებმა სანაპიროზე კონტროლი გაამკაცრეს. ასევე ნახეთ:„რატომ არ დგას თქვენი შვილი სცენაზე“ - ქრისტინე იმედაძის შვილის ნამღერმა სოციალური ქსელი დაიპყროVIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციებიVIDEO: „ქუჩის ბიჭების“ ჰიტზე მთელი დარბაზი ცეკვავს - ნახეთ შთამბეჭდავი კადრები„სამყარო გაძლევთ შანსს, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ“ - ნახეთ თუ ხართ ამ იღბლიანების სიაში

ivane

საზოგადოება 1706604564

„ვრცელდება უფრო სწრაფად ვიდრე სხვა ვირუსები, ერთ პირს შეუძლია დააავადოს 18...“ - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.რაც შეეხება საქართველოს, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, წითელას შემთხვევებმა, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაშიც მოიმატოს. ამის მიზეზი კი არასაკმარისი ვაქცინაციაა. მისივე თქმით, აუცრელია ათასობით ბავშვი. ქვეყანაში, მხოლოდ იანვარში წითელას 16 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ციფრი მაღალი არ არის. "ევროპის 40 ქვეყანაში 56-დან, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება. საბედნიეროდ, საქართველო, ჯერჯერობით, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. 2023 წელს, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა სულ 26 შემთხვევა. 2024 წლის ინვარში, გვაქვს 16 შემთხვევა. ქვეყანაში 10 000-ობით ბავშვი არის აუცრელი, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევ შემთხვევების მატებას.ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც გვქონდა პირველი შედეგები, როგორი გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელზე. მთელს მსოფლიოში ანალოგიური მდგომარეობა იყო, თუმცა საქართველოში ეს ციფრები მიუთითებდნენ იმაზე, რომ თუ მაქსიმალურად არ მოვახერხებდით მოსახლეობის ინფორმირებას რომ ეს ჩამორჩენა არის სერიოზული ეპიდაფეთქების შესაძლო წყარო ციფრები მომავალში იქნება გასათვალისწინებელი", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისივე თქმით, წითელას ვაქცინას არ აქვს ვადები. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად უნდა მიიყვანონ ბავშვები ასაცრელად. ვაქცინა კეთდება ორჯერ ერთი და ხუთი წლის ასაკში. ახლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ იმუნური სისტემა ძლიერი ჰქონდეთ ბავშვებს.ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები„რატომ არ დგას თქვენი შვილი სცენაზე“ - ქრისტინე იმედაძის შვილის ნამღერმა სოციალური ქსელი დაიპყროVIDEO: „შენ აწყობილ ცხოვრებას გაუმარჯოს, ჩემო ბელა“ - ლაშა რამიშვილისა და ბელა ნოზაძის სიყვარულის 20 წელი

მარიკო და ანიტა

საზოგადოება 1706604060

„გაუსაძლისი მონატრების 4 წელი…“ - ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა

ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. ამას სოციალურ ქსელში ანიტას დედა, მარიკო სადრაძე ეხმაურება.„გაუსაძლისი მონატრების 4 წელი… ბევრი, ბევრი ტანჯვის, საკუთარი თავის არაერთხელ დაკარგვის, ისევ პოვნისა და ძიების 4 წელი,“ – წერს მარიკო სადრაძე.თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება ასევე ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე.„ოთხი წელი უშენოდ… მიყვარხარ და მენატრები. ცრემლის სმაილიკები არ დასვათ, გთხოვთ“ – წერს თამუნა გლურჯიძე.ასევე ნახეთ:VIDEO: თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებსVIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები„ვერც ერთი საყვარელი ვერ დადგება ცოლზე მაღლა“ - „მასტერი“

ამერიკის პოლიცია

სამართალი 1706603581

გერმანიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ჰამბურგში, პარფიუმერიის მაღაზიაში ქართველმა და რუსმა თანამზრახველებმა სუნამოები და ტანის კრემები მოიპარეს. გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, ქურდები დაცვამ იმ დროს შეამჩნია, როცა ისინი ძვირადღირებული სუნამოებისა და ტანის კრემების დამალვას ქურთუკის შიდა ჯიბეში ცდილობდნენ.დაცვამ დამნაშავეები ადგილზევე დააკავა და პოლიციას გადასცა.საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის 40 წლის და საქართველოს 32 წლის მოქალაქემ 459 ევროს 4 სუნამო და 266,50 დოლარის ღირებულების 7 კრემი მოიპარეს. ჩხრეკისას ამოღებული მოპარული ნივთები პოლიციამ მაღაზიას დაუბრუნა.სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მათზე სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა ერთი - ქურდობისთვის, ხოლო მეორე - გერმანაში უნებართვო ყოფნის გამო.ასევე დაგაინტერესებთ:„ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას...“ - თერჯოლის ერთ-ერთ სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარედგინაVIDEO: 13 წლის გოგოს გამაოგნებელი ჩვენება, რომელიც უმძიმეს დანაშაულს აღწერს - „კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის მოქმედება აიძულა“VIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები

სკოლა

სამართალი 1706601476

„ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას...“ - თერჯოლის ერთ-ერთ სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ცნობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ადევნების ფაქტზე ბრალდება წარედგინა.როგორც უწყება წერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა.კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა.უწყების ცნობით, დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო."სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების და ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ასევე, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა მიმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს," - ნათქვამია განცხადებაში.ასევე დაგაინტერესებთ:VIDEO: 13 წლის გოგოს გამაოგნებელი ჩვენება, რომელიც უმძიმეს დანაშაულს აღწერს - „კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის მოქმედება აიძულა“VIDEO: გამაოგნებელი ფარული ჩანაწერი, რომელსაც შსს ავრცელებს - როგორ აიძულებს მშობელი შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნასVIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციებიVIDEO: „ქუჩის ბიჭების“ ჰიტზე მთელი დარბაზი ცეკვავს - ნახეთ შთამბეჭდავი კადრები

თაია ჭიჭინაძე

ტაბლოიდი 1706599212

VIDEO: თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის ნახევარ ფინალისტი, თაია ჭიჭინაძე მომდევნო, ახალი სეზონის შესახებ საუბრობს და რეალითი შოუს მაყურებლებს მიმართავს.ვრცლად ↓ასევე ნახეთ:VIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები„ვერც ერთი საყვარელი ვერ დადგება ცოლზე მაღლა“ - „მასტერი“VIDEO: „ქუჩის ბიჭების“ ჰიტზე მთელი დარბაზი ცეკვავს - ნახეთ შთამბეჭდავი კადრებიმარიტა მეფარიშვილის და გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან

giviko didia

ტაბლოიდი 1706597965

VIDEO: გივიკო დიდიას საჩუქარი ლუკას დაბადების დღეზე - ნახეთ პატარა გურულის ემოციები

ლუკა შუბითიძე გურიიდან, ყველასთავის საყვარელი ბიჭია, რომელმაც გურული სისხარტითა და ენამოსწრებულობით ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება.„პოპულარობა ძალიან კარგია, მომწონს. სადაც არ უნდა წავიდე, ქუჩაში თუ ტრანსპორტში, ხალხი რომ მხვდება, მეუბნებიან: ლუკა, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ? ძალიან კარგი ბიჭი ხარ; აი, იგი ბაღანეა, ნანუკასთან რომ იყო და ასე შემდეგ. რამდენჯერმე საჩუქრებიც მაჩუქეს. ერთი შემთხვევა იყო, როცა სათამაშო ძაღლი მაჩუქეს და კიდევ ორი მანქანა. მარწყვიც მაჩუქეს კალათით“,- ამბობს ლუკა ერთ-ერთ ინტერვიუში.ეს მხიარული ბიჭი იუბილარია და მას დაბადების დღის საჩუქარი, ასევე ყველასთვის საყვარელმა ბლოგერმა, გივიკო დიდიამ გაუკეთა. ნახეთ ემოციური ვიდეო:ასევე ნახეთ:VIDEO: „ქუჩის ბიჭების“ ჰიტზე მთელი დარბაზი ცეკვავს - ნახეთ შთამბეჭდავი კადრები„რატომ არ დგას თქვენი შვილი სცენაზე“ - ქრისტინე იმედაძის შვილის ნამღერმა სოციალური ქსელი დაიპყრო„სამყარო გაძლევთ შანსს, დაწინაურდეთ, შემოსავალი გაიზარდოთ და ოცნებები აისრულოთ“ - ნახეთ თუ ხართ ამ იღბლიანების სიაში

ერკეთის დედათა მონასტერი

საზოგადოება 1704704995

VIDEO: ემოციური კადრები - როგორ აღნიშნეს შობის დღესასწაული ერკეთის დედათა მონასტერში

 როგორ აღნიშნავენ შობის დღესასწაულს დედები. რა ქრისტიანული დატვირთვა აქვს გურულ ღვეზელს, რომელსაც შობის დღეს აცხობენ და ნახევარმთვარის ფორმა აქვსგივიკო დიდიას მოგზაურობა ერკეთის დედათა მონასტერშიასევე ნახეთ:VIDEO: „ნამდვილი ცეცხლი დაანთო“ - ლაშა რამიშვილმა ინდოელ სტუდენტთან ერთად ინდური სიმღერების შესრულებით სოცქსელი დაიპყრო„გამყარდება მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა“ - ვისთვის იქნება წარმატებული ეს კვირა

რაჭუკელა ბავშვები

საზოგადოება 1702291261

VIDEO: როგორია რაჭველი ბავშვების საახალწლო სამზადისი

გივიკო დიდიას მოგზაურობა რაჭაში! – რაზე ოცნებობენ და როგორია რაჭველი ბავშვების საახალწლო სამზადისი, გაიგეთ  გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს” ეთერში მომზადებული სიუჟეტიდან. ასევე ნახეთ:მზად ხარ თუ არა ახალი წლისთვის - ქვიზირა ნივთები არ უნდა გადაყაროთ სახლიდან, რომ ამას უბედურება არ მოჰყვეს"მონეტები თეფშის ქვეშ" - რა უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბრის ღამეს და რას უნდა ვერიდოთ

75 წლის ნაზი ჯაველიძე

საზოგადოება 1700814546

VIDEO: გაიცანით 75 წლის ნაზი ჯაველიძე გურიიდან, რომელმაც მართვის მოწმობა პირველივე გამოცდაზე აიღო

გაიცანით 75 წლის ნაზი ჯაველიძე, რომელმაც მართვის მოწმობა 68 წლის ასაკში, პირველივე გამოცდაზე აიღო.ნაზი ჯაველიძე აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და დღემდე განსაკუთრებულად ინარჩუნებს გურული სტუმართმასპინძლობის ტრადიციებს.ნახეთ გივიკო დიდიას მოგზაურობა გურიაში