პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალური ქსელის მომხმარებელი თბილისის მეტროპოლიტენში, ვარკეთილის მეტროში მომხდარ ინციდენტზე წერს.
"დღეს, ვარკეთილის მეტროში, ამოსვლისას, ესკალატორზე ჩემი 14 წლის შვილი შეესწრო ასეთ რამეს: მითხრა, რომ მის უკან იდგა პატარა გოგონა, რომელიც დაახლოებით მე-3 კლასელი იქნებოდა. გამოელაპარაკა ბევრად უფროსი ბიჭი და ეუბნებოდა, რომ რომელიღაცა ნომერი მარშრუტით ხომ არ წამოხვალ, თონესთან ჩერდებაო. ბავშვმა მითხრა, შევატყვე, რომ არ იცნობდა ეს ბავშვი და თვალით ვანიშნე, რომ ვითომ ერთად ვიყავითო. ამ ბიჭს ვუთხარი: ჩემი და არის და რა ხდება? რა გინდაო? - არაფერიო და გაეცალა ბავშვს. ცოტა შეეშინდაო. მადლობა გადამიხადა და დავინახე, რომ მარშრუტკაში ავიდაო. იმედი მაქვს, ბავშვი მშვიდობით მივიდა სახლში", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
წყარო: tia.ge