პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგი რამაზ გიგაური საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომლებმაც მატჩის დაწყებამდე საჯარო პირობა დადეს.
„ჩემს თავს გაფიცებთ! ნუ დაიწყეთ პოსტების წაშლა.
ჩემი ტყუპის მერკურის გამო სულ ზუსტად მახსოვს, საქართველოს მოგების შემთხვევაში ვის ჩუსტებით უნდა გერბინათ რუსთაველზე, ვის ბიუსტჰალტერი უნდა გაგეძროთ, ვის უნდა გელოცათ და ვის ცხოვრებაში ის უნდა გაგეკეთებინათ, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ.
თავანი დაიდოს!
P. S. არა, მე სამარე ვარ, მაგრამ პირობა აასრულეთ, ძმებო და დებო!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში თურქეთთან 1:3 დამარცხდა, ჩეხეთთან ფრედ 1:1 ითამაშა, ბოლო ტურში კი პორტუგალიას 2:0 მოუგო და პლეი ოფში გავიდა, სადაც 30 ივნისს, 23:00 საათზე, კიოლნში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.