„არავითარი მორიდება და უხერხულობა“ - გოგა ჩანადირი კოვიდ პაციენტებს დახმარებას სთავაზობს

ფოტოხელოვანი

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი კოვიდ პაციენტებს მიმართავს და მათ დახმარებას სთავაზობს.

მისი თქმით, ძალა თანადგომაშია და შეუძლია ნებისმიერ ინფიცირებულს გაეგზავნოს  წამლებზე საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებზე.

„არავითარი მორიდება და უხერხულობა -კოვიდპაციენტებო, თუ ჩემი დახმარება რამეში დაგჭირდებათ, თქვენ გვერდით მიგულეთ. შემიძლია, გაგეგაგზავნოთ წამლებზე, საკვებზე, სხვა საჭირო ნივთებზე. მართლა, გულწრფელად გეუბნებით. მხნედ და მშვიდად იყავით, მალე გამოჯანმრთელდით. არაფერზე იღელვოთ. მარტო არ ხართ. 5 თვის შემდეგ გორიალა გავაკეთე ზეგ-ში და ისიც თქვენს სამსახურშია. ძალა ერთობაშია, ძალა თანადგომაშია“, - წერს გოგა ჩანადირი.