„...ამას ვერავინ შეაჩერებს. უსამართლო სისხლში გასვრილებს, ჩავხედავ თვალებში და მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ, რისთვის? - მამა იოანე ხელაია

ნიკო კვარაცხელია

2 წლის წინ, 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელი ნიკო კვარაცხელია მოკლეს.

15 სექტემბერი დგება, მე კი მინდა, ფანჯრები გავაღო და ხმამაღლა ვიყვირო, მშიშრებო ამ კაცის შეგეშინდათ? – იზა ომაძის ემოციური პოსტი

ნიკო კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე ხელაია:

„სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, რა ასაკშიც არ უნდა ვიყო, ცოცხალი თუ მკვდარი, არ არსებობს მდგომარეობა, ნიკო ჩემს ფიქრებში და მონატრებაში არ მყავდეს.

სანამ ვიარსებებ, ჩემთან იქნება ეს ყველაზე მაგარი, ჭკვიანი, უპატიოსნესი, მოსიყვარულე და მართალი ბიჭი, რომელიც უსამართლოდ დახვრიტეს.

ეჰ, დადგება დრო, აუცილებლად დადგება დრო და ამას ვერავინ შეაჩერებს. უსამართლო სისხლში გასვრილებს, ჩავხედავ თვალებში და მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ, რისთვის? რისთვის? და რისთვის? ეს დღე მკლავს“, – წერს მამა იოანე ხელაია.

ასევე ნახეთ:

დაპირისპირება სპეცსამსახურებთან და მაფიის ბოსის ოჯახი, რომელიც კლანზე რთული სამართავი გახდა - ყველაზე რეზონანსული თურქული მელოდრამა „რუსთავი2“-ზე

რა ვიცით „მომაკვდინებელი ვირუსის“ შესახებ, რომელიც სამხრეთ ინდოეთში გავრცელდა

VIDEO: „მათ ხელზე მხოლოდ 3 თითი და წაგრძელებული თავი აქვთ“ - რა მიზნით გაიმართა უცხოპლანეტელების შესახებ საჯარო მოსმენა მექსიკაში