საქართველო Trip.com Group-მა წლის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად დაასახელა

ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ავსტრალიაში, სიდნეიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ სამიტზე "2026 Trip.com Group Global Partner Summit" სპეციალური ჯილდო "Strategic Partnership Destination of the Year" გადაეცა.

ჩინური გავლენიანი მსხვილი სამოგზაურო მედია პლატფორმა trip.com group-ს 20 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და ყველაზე მაღალმხარჯველ ჩინელ მოგზაურებს აერთიანებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2026 წელს პლატფორმაზე წარმატებული მარკეტინგული კამპანია ჩაატარა და 2027 წელს უფრო მასშტაბური კამპანიის განხორციელებას გეგმავს.

სიდნეიში გამართული სამიტი „2026 Trip.com Group Global Partner Summit" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებაა, სადაც წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული, მარკეტინგული კომპანიებისა და სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სფეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

სამიტი მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროში ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციების დანერგვასა და თანამშრომლობის განვითარებას.

✕