მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან.

✕