სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის ლოგოს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშული პირები მოქალაქეებს თითქოსდა სებ-ის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვასა და სხვა მსგავს ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. ერთ-ერთ შემთხვევაში კი, მოქალაქეს განუცხადეს, რომ მის პირად საბანკო მონაცემებზე დაფიქსირდა შესაძლო უნებართვო წვდომა და სესხის გააქტიურების მცდელობა, რის გადასამოწმებლადაც მოსთხოვეს იდენტიფიკატორების მითითებით შესულიყო შესაბამის დისტანციურ არხში - ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში.
ზემოაღნიშნული კომუნიკაციების ფარგლებში მომხმარებლებს ასევე სთხოვენ გადასცენ ინტერნეტ ან/და მობაილ ბანკში ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემები, მათ შორის, სახელი, პაროლი, აგრეთვე სხვა პირადი და ფინანსური ინფორმაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული მონაცემების გაცემის შემთხვევაში, თაღლითებმა შესაძლოა მოიპოვონ თქვენს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, რაც ქმნის უნებართვო ოპერაციების განხორციელებისა და მომხმარებლის ფინანსური ზარალის/ზიანის მიყენების საფრთხეს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ასეთი სიტუაციის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ და ფინანსური განათლების ვებგვერდებზე“, - - აღნიშნულია განცხადებაში.