პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მედიაში 17 სექტემბერს გასული სიუჟეტი, რომელიც სუსის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონო თვალთვალს ეხებოდა, უნიჭო სპექტაკლია.
კალაძის შეფასებით, აღნიშნული შეთითხნილია.
„ეს არის ჩვეულებრივი, უნიჭო სპექტაკლი. მე ვნახე გუშინდელი სიუჟეტი, რომელიც იყო გაკეთებული, ძალიან უნიჭოდ დადგმული და შეთითხნილი იყო ეს ყველაფერი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას. შესაბამისად, დეტალებში შესვლა და რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, არ მინდა", - განაცხადა კალაძემ მედიასთან საუბრისას.
როგორც კახა კალაძე დასძენს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიური გააკეთოს.
„მე დავჯდე ახლა და გავაკეთო ანალოგიურად ვიდეოები, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიურის გაკეთება", - აცხადებს კალაძე.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის თაობაზე. ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა, ასევე, ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. ამავე ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.