1740380614
უამინდობა თბილისში - 25 ტონა მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოგარენ გზებზე, ფორსმაჟორში მუშაობს სპეცტექნიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში.
„გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და 6 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
სამუშაოებს ადგილზე კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.
გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.