წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ქუჩების ნაწილს წყალი 13 საათით შეუწყდება.

ხვალ 1/16/2026 საბურთალოს რაიონში, ს. ცინცაძის ქ. N49-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 1/16/2026 22:00 საათიდან 1/17/2026 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ს. ცინცაძის, საირმის N 1-9 (კენტებს); N 2-28 (ლუწებს) და ბახტრიონის N 13,35,37,53 ქუჩებს.