წყალი 7 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი

აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, თბილისში სამგორისა და ისნის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში ვკითხულობთ.

„7 ივლისს, სამგორი რაიონში, აეროპორტის დასახლება N40-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აეროპორტის დასახლება N 1,2,3,4,4ა,5,6,7,8,9,10,11,12,27,29,37,39,40,46, ბორის ბერიძის, ალექსანდრე შიუკაშვილის, დიმერ გარაყანიძის, სერგო გუჯეჯიანის ქუჩებს, აეროპორტის ტერიტორიას.

ასევე, ხვალ, ისანი რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზ. N90-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შირაქის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, შორაპანის, აწყურის ლეხ კაჩინსკის N9 11 13, მამისაშვილის, ქეთევან წამებულის გამზ. N84-92 (ლუწებს)“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.