პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1-ელ აგვისტოს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ირბახის ქუჩა N103-ის მიმდებარედ, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 1 აგვისტოს საღამოს 22:00 საათიდან 2 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირს, აწყურის, კაჩინსკის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, დედოფლისწყაროს, თელავის, ბოჭორმის, მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, ღვინის აღმართის, დუტუ მეგრელის, მეტეხის აღმართის, იალბუზის, 300 არაგველის, ბოდბის, დოლაბაურის, პატარძეულის, უჯარმის, ალექსანდრე ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩებს.
" ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge", -აღნიშნულია ინფორმაციაში.