„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, გიორგი ნადარეიშვილისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში ასრულებენ.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ღამის 22:00 საათიდან, 14 თებერვლის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის N71-89 (კენტ ნომრებს), N 98-110 (ლუწ ნომრებს), მოსკოვის გამზირის N1-13 (კენტ ნომრებს), N2-10 (ლუწ ნომრებს), გეთიას, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, სამგორის, მეველეს, გუდარეხის, მახარაშვილის, დიდგორის, წულაძისა და ნადარეიშვილის ქუჩებს, ციხისძირის ქუჩასა და თავის შესახვევებს.
ასევე, აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება საბურთალო რაიონში, ჩერქეზიშვილის და იმედაშვილის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე.
სამუშაოების მიმდინარეობისას 22:00 დან 14 თებერვლის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩერქეზიშვილის, არდაზიანის, ოდიშელიძის, სახოკიას, ზემო ვეძისის და იმედაშვილის (ბიძინა ბრეგვაძის) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11