წყალი 15 საათით შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს

GWP

დღეს, 27 მარტს, ნაძალადვის რაიონში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ღრმარელეს სათავე ნაგებობის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალური მილი, ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები დღეს, 27 მარტს, 15:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება და ხვალ 28 მარტს, დილის 06:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 27 მარტს, 15:00 საათიდან, ხვალ, 28 მარტის დილის 06:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონიში - გურამიშვილის გამზირის ნაწილს, თიანეთის, ჩარგლის, სანზონის და დადიანის ქუჩების ნაწილს, გმირ კურსანტთა ქ. N20, ვეკუას ქ. N10, ხიზაბავრის ქ. N5, ხუდადოვის ქ. N56, ბენდელიანი ქ. N4, გმირ კურსანტების ქ. N4, 8, ვეკუას ქ. N17, ლიახვის ქ. N44, დადიანის ქ. N7ბ-ს, ჩარგლის ქ. N79-ს, სააკაძის, ნიკო მარის, ტოროშელიძის, გვაზაურის, სადმელის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, გლინკას, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გულრიფშის, ვეშაპურის, ბაჟანიშვილის, გუდამაყრის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღრმაღელეს, დაისის, ზედაზნის, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით gwp.ge