1732737464
წყალი 10 საათით შეწყდება - GWP-ის სპეციალური განცხადება
25 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
ამასთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 25 აპრილს, 22:00 საათიდან, 26 აპრილის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - კაიროს, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, მეტრეველის, ნებიერიძის, საჯაიას, გაბაშვილის, ადამიას, გიორგაძის, რაზიკაშვილის, ცისკარიშვილის, ფაღავას, სანაძის, ზაალიშვილის და კაიროს I-VII ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS- შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.