„5 შეცდომა, რომელსაც კაპტოპრილის მიღებისას უშვებენ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
1775377938
გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალურ სვეტზე განახლდა ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა სანათები და ელექტროგაყვანილობა.
სამუშაოები ჩატარდა ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად, რაც დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.
48 მეტრი სიმაღლის მემორიალური სვეტი, რომელზეც საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული, 2010 წელს აიგო. მას შემდეგ, პერიოდულად ხორციელდება სხვადასხვა ტიპის სამუშაო მონუმენტის მოვლა-პატრონობისა და განახლების მიზნით.