რა უნდა გააკეთოთ დღეს, რომ მთელი წლის განმავლობაში წარმატებული იყოთ - გოგა მანიას რეკომენდაცია
1735816464
თბილისის მერია 2 ივნისიდან, აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ მერიის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
,,აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთში, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა", - აცხადებენ მერიაში.