გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
საბურთალოს რაიონის გამგეობა სულხან ცინცაძის ქუჩაზე, N46-დან N50-ისა და N79-დან N83-ის ჩათვლით, ექვსი რეკრეაციული სივრცის მოწყობა - რეაბილიტაციას ახორციელებს.
განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების შექმნის დიდი პოტენციალი არსებობს, რაც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.
„თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია მწვანე სივრცეების არსებობა დედაქალაქისთვის. ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ქალაქს ძალიან დიდი რესურსი აქვს ამ მიმართულებით და გვინდა, ყველა სივრცე, თუნდაც უბნების დონეზე, გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად, რათა შევქმნათ დასვენებისთვის, ვარჯიშისთვისა და განტვირთვისთვის საუკეთესო სივრცეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საერთო ჯამში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა; მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები; ტერიტორია გამწვანდება, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.