შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი გრაფიკით

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 17:00 საათიდან 17:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმიs I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, დავარის,  ვეფხისტყაოსნის, ასმათის, თინათინის, ტარიელის, ავთანდილის, პეტრიწის, პეტრე იბერის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ლიბანის, მოძვის, დავით სარაჯიშვილის, მორის ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთლის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, კრუპსკაიას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, რიონის და კუიბიშევის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.