უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. დოკუმენტის გაფორმება გუნდებს საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა.
ხელმომწერებს შორის არიან "ქართული ოცნება", "შეცვალე საქართველო", "ევროპელი დემოკრატები", "სამართლიანობისთვის", "მესამე გზა" და "ჩვენი გაერთიანებული საქართველო".
ოპოზიციის უმრავლესობა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზებას არ დათანხმდა, რაც სახელისუფლებო პარტიისთვის აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ ოპონენტები წინასაარჩევნო პერიოდში მინიმალურ სტანდარტების დაცვაზეც არ იღებენ პასუხისმგებლობას.