საბურთალოს გამგეობა წიგნების ბაღში „ლიტერატურულ შეხვედრებს“ მართავს

შეხვედრა

საბურთალოს რაიონში, წიგნის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით, ე.წ. წიგნების ბაღში „ლიტერატურული შეხვედრები“ დაიწყო.

პირველი შეხვედრა პოეტ გელა დაიაურთან გაიმართა, რომელმაც საკუთარ ლიტერატურულ შემოქმედებაზე ისაუბრა და რჩეული  ლექსები წაუკითხა მსმენელებს. ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანამედროვე ციფრულ სამყაროში ადამიანები დაკავდნენ წიგნის კითხვით. სწორედ წიგნიერების წასახალისებლად მოვაწყვეთ აღნიშნული სკვერი და აქ კიდევ არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ღონისძიებას უძღვებოდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გოგა ჩანადირი, რომელმაც წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.