1728312638
ქუჩების ნაწილს წყალი ხვალამდე შეუწყდა - GWP ინფორმაციას ავრცელებს
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მოსახლეობის ნაწილს წყალი შეწყვეტილი აქვს.
GWP წყალმომარაგების აღდგენის დროს ასახელებს.
,,20 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N7ა-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 20 იანვარს 12:00 საათიდან 21 იანვრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
კრწანისის ქ. N7ა-თან ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარდების გამო, 20/01 12:00-დან 21/12 18:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; მეფე სოლომონ II ქუჩას შესახვევებით, კრწანისის ქუჩას; კრწანისის I, II, III გასავალს, კრწანისის 1 ჩიხს, კრწანისის II შესახვევს, კახა კაციტაძის, გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N75-131(კენტებს), წინანაურის ქუჩას ჩიხებით.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.