ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - ჩამონათვალი

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის I, II, IV, V კვარტლების, ჭოხონელიძის, დავით რონდელის, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ჭიაურელის, ახმეტელის, ლუბლიანას, ტერევენკოს, გოგიძის, შალვა ერისთავის, ნოდარ ახალკაცის, ნოდარ ბოხუას, ციალა გაბაშვილის, ესმა ონიანის, ბერძენიშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნატბეურების დასახლების, ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის,  გოძიაშვილის, დიდგორის, ირაკლი ფარჯიანის, კვანტალიანის, თოფურიძის,  მაჭავარიანის, ჯორჯ ბალანჩინის, ცამეტი ასურელი მამის, სარაჯიშვილის, ემხვარის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალის და გელა გოგიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.